სიყვარულით შექმნილი კერამიკა
კერამისიას ისტორია 2018 წელს დაიწყო — იმ მომენტიდან, როდესაც მეწარმე ქალმა თიხაში უნიკალური სამყარო აღმოაჩინა. ეს არ ყოფილა მხოლოდ პროფესიის არჩევა — ეს იყო გზის დასაწყისი, რომელიც აერთიანებდა შემოქმედებას, ტრადიციას და თანამედროვე ხედვას. თიხა იქცა თვითგამოხატვის საშუალებად, სადაც თითოეული ფორმა და დეტალი ატარებს ისტორიას — ქართულ კულტურას, სიმბოლოებსა და ესთეტიკას. კერამისია დღესაც რჩება იდენტობისა და თანამედროვეობის შერწყმის მნიშვნელოვან გზაზე. დღეს ჩვენი ბრენდი წარმოადგენს არა მხოლოდ კერამიკას, არამედ იდეას — რომ ტრადიცია შეიძლება იყოს მუდმივად ცოცხალი, განვითარებადი და შთამაგონებელი. ვქმნით უნიკალურ ხელნაკეთ ნამუშევრებს და ამავე დროს ვუზიარებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას სხვებს — ვატარებთ ვორქშოპებსა და სასწავლო კურსებს, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია თავად აღმოაჩინოს თიხის შესაძლებლობები და საკუთარი შემოქმედებითი ხმა.განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ 7 წლიდან მოზარდებს — მათთვის ვქმნით გარემოს, რომელიც ხელს უწყობს კრეატიული აზროვნების, უნარებისა და თვითგამოხატვის განვითარებას.
დაგვიკავშირდითრა გვაერთიანებს
ხარისხი
ყოველ ნამუშევარს ვქმნით სიყვარულით. ხარისხი ჩვენი პრიორიტეტია ყოველ ეტაპზე.
იდენტობა
ვაცოცხლებთ ქართულ კერამიკის იდენტობას და ვუთავსებთ მათ თანამედროვე ესთეტიკას.
ეკოლოგია
ადგილობრივი თიხა — ბუნება ჩვენი პასუხისმგებლობაა.
ვინ დგას კერამისიას უკან
თეა ჯიჯავაძე
დამფუძნებელი / კერამიკოსიდაგვიკავშირდით და ერთად შევქმნათ თქვენი იდეა
ეწვიეთ ჩვენს ონლაინ მაღაზიას და აღმოაჩინეთ თქვენი სახლისთვის იდეალური ნამუშევარი.
იხილე კოლექცია